понедельник, 14 января 2013 г.

თირკმელკენჭოვანი დაავადება


თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება - დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში.
 თირკმელკენჭოვანი
თირკმელკენჭოვანი დაავადება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. კენჭების წარმოქმნის მექანიზმი თირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექციადა თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით. Read the rest of this entry »

воскресенье, 13 января 2013 г.

პნევმოკონიოზი


 პნევმოკონიოზები

პნევმოკონიოზები (pneumoconiosis) ფილტვების პროფესიონალური დაავადება, რომელიც განპირობებულია მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით და ხასიათდება დიფუზური ინტერსიტიციალური ფიბროზის განვითარებით; მიმდინარეობს ნელა, ქრონიკულად, პროგრესირებისაკენ ტენდენციით, რაც ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას. განასხვავებენ პნევმოკონიოზების შემდეგ სახეებს: სილიკოზი და სილიკატოზები, მეტალოკონიოზები, კარბოკონიოზები, პნევმოკონიოზები შერეული მტვრით გამოწვეული, ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები.
 პნევმოკონიოზები
პნევმოკონიოზები - სილიკოზი წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე პნევმოკონიოზს; ვითარდება მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით, რომელიც შეიცავს სილიციუმის თავისუფალ ორჟანგს. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება მაღაროელებში, სამსხმელო საამქროების მუშებში, და სხვ. წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის განვითარების სიმძიმე და ტემპი შესაძლოა იყოს სხვადასხვა და იმყოფება პირდაპირ დამოკიდებულებაში როგორც შესუნთქული მტვრის აგრესიულობასთან, ასევე მტვრის ფაქტორის ზემოქმედების ხანგრძლივობასთან და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. Read the rest of this entry »

суббота, 12 января 2013 г.

ქალის სასქესო ორგანოები


ქალის გარეთა სასქესო ორგანოები Partes genitales externae; External male genital organs

დიდი სასირცხო ბაგეები – labium majus pudendi ერთმანეთში გარდამავალი კანის ორი მორგვია, რომლებიც უკან, ყითას წინ ერთდებიან, წინ კი ბოქვენის სიმფიზთან ქმნიანბოქვენის მაღლობს – mons pubis. ბაგეების შეერთების ადგილს შესართავები – commissurae ეწოდება. შესართავის წინ მდებარეობს განივი ნაოჭი – სასირცხო ბაგის ლაგამი – frenulum labiorum pudendi, რომელიც შემოსაზღვრავს საშოს კარიბჭის ფოსოს – fossa vestibuli vaginae. დიდი სასირცხო ბაგეების შიგნით მდებარეობს მცირე სასირცხო ბაგეები – labia minora pudendi.

пятница, 11 января 2013 г.

ხორხის შეშუპება


ხორხის შეშუპება

წარმოადგენს ხორხის ანთებითი ან არაანთებითი დაზიანების ერთ – ერთი გამოვლინებას და ლოკალიზდება ხორხის ფაშარი ლორწქვეშა ქსოვილის არეში (ნაოჭქვეშა სივრცე, ვესტიბულური ნაოჭები, ციცხვ-ხორხსარქველის ნაოჭები, ხორხსარქველის ზედაპირი ენის მხრიდან). შესაძლოა იყოს შემოსაზღვრული ან დიფუზური.
ხორხის შეშუპება – მიზეზები: ხახის ან ხორხის ლორწოვანი გარსის ტრავმა (მექანიკური, თერმული, ქიმიური), ალერგია, მწვავე ინფექციური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებები, კოლატერალური შეშუპება კისრის ლიმფურ კვანძებში, ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროს, ასევე ხორხში ანთებითი ცვლილებების დროს (პერიტონზილური, პარაფარინგული აბსცესი და სხვ.); კისრის ფლეგმონა მწვავე, განსაკუთრებით ფლეგმონური ლარინგიტის დროს, ხორხის ახალწარონამქმნები. Read the rest of this entry »

ოზენა


ოზენა

ოზენა (მყრალი სურდო) (ozena) - ცხვირის ღრუს ქრონიკული დაავადება; ხასიათდება  ლორწოვანი გარსის მკვეთრი ატროფიით, სქელი გამონადენის წარმოქმნით, რომელიც შრება და წაროქმნის ცუდსუნიან ქერქებს, ასევე ნიჟარების ძვლოვანი ქსოვილისა და ცხვირის კედლების განლევით. გვხვდება 2-3-ჯერ უფრო ხშირად ქალებში; ზოგჯერ ერთდოულად აღინიშნება ოჯახის რამდენიმე წევრში. Read the rest of this entry »

среда, 9 января 2013 г.

ყბის ცისტა


ყბის ცისტა gnathic cyst

ყბის ცისტები - ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის მქონე  პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი.
ყბის ცისტები - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან, პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედების შედეგად. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. Read the rest of this entry »

понедельник, 7 января 2013 г.

თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა


თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა cerebral aneurysm

თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა - თავის ტვინის არტერიის ლოკალური გაფართოება, უფრო ხშირად დიდი ტვინის არტერიული წრის.
 ანევრიზმა
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა ეტიოლოგია, პათოგენეზი. როგორც წესი,ანევრიზმა წარმოადგენს თანდაყოლილ დეფექტს, ზოგჯერ ვითარდება რეინფექციის შედეგად (ემბოლიური ან მიკოზური ანევრიზმა). მის წარმოქმნაში ასევე დიდ როლს ასრულებს ტრავმა,ათეროსკლეროზიჰიპერტონული დაავადებაRead the rest of this entry »

ანატომია


ადამიანის ჩონჩხი
1.1 ხერხემლის სვეტი
1.1.1 კისრის მალები
1.1.2 გულმკერდის მალები
1.1.3 წელის მალები
1.1.4 გავის ძვალი
1.1.5 კუდუსუნი
1.2 გულმკერდის ჩონჩხი
1.2.1 ნეკნები
1.2.2 მკერდი, მკერდის ძვალი
1.3 თავის ქალას ჩონჩხი
1.3.1 მთლიანი თავის ქალა
1.3.1.1 ქალასარქველი
1.3.1.2 ქალას ფუძე
1.3.2 ტვინის ქალას ძვლები
1.3.2.1 კეფის ძვალი
1.3.2.2 სოლისებრი ძვალი
1.3.2.3 საფეთქლის ძვალი
1.3.2.4 თხემის ძვალი
1.3.2.5 შუბლის ძვალი
1.3.2.6 ცხავის ძვალი
1.3.2.7 ცრემლის ძვალი
1.3.3 სახის ქალას ძვლები
1.3.3.1 ზედა ყბა
1.3.3.2 ცხვირის ძვალი
1.3.3.3 სასის ძვალი
1.3.3.4 ცხვირის ქვემო ნიჟარა
1.3.3.5 სახნისი
1.3.3.6 ყვრიმალის ძვალი
1.3.3.7 ქვედა ყბა
1.3.3.8 ინის ანუ ენისქვეშა ძვალი
1.4 ზემო კიდურის ჩონჩხი
1.4.1 ზემო კიდურის სარტყელი
1.4.1.1 ლავიწი
1.4.1.2 ბეჭის ძვალი
1.4.2 ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.4.2.1 მხრის ძვალი
1.4.2.2 წინამხრის ძვლები
1.4.2.2.1 სხივის ძვალი
1.4.2.2.2 იდაყვის ძვალი
1.4.2.3 მტევნის ძვლები
1.5 ქვემო კიდურის ჩონჩხი
1.5.1 ქვემო კიდურის სარტყელი
1.5.1.1 მენჯის ძვალი
1.5.1.2 მენჯი მთლიანად
1.5.2 ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.5.2.1 ბარძაყის ძვალი
1.5.2.2 კანჭის ძვლები
1.5.2.3 ტერფის ჩონჩხი
1.5.2.3.1 უკანა ტერფის ძვლები
1.5.2.3.2 წინა ტერფის ძვლები
2. ართროლოგია
2. 1. ხერხემლის მალთა შეერთებანი
2.1.1. მალთაშუა დისკოები
2. 1. 2. რკალმორჩების შეერთებანი
2. 1. 3. ხერხემლის სვეტის იოგები
2. 1. 4. გავა-კუდუსუნის შეერთება
2. 1. 5. სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის
2. 2. ნეკნების სახსრები და შეერთებანი
2. 2. 1. ნეკნ-მალის სახსრები
2. 2. 2. მკერდ-ნეკნის სახსრები
2. 3. მკერდის ძვლის შეერთებანი
2. 4. ქალას ძვლების შეერთებანი
2. 4. 1. ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებანი
2. 4. 2. საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი
2. 5. ზემო კიდურის შეერთებანი
2. 5. 1. მკერდ-ლავიწის სახსარი
2. 5. 2. ლავიწ-აკრომიონის სახსარი
2. 5. 3. ბეჭის ძვლის საკუთარი იოგები
2. 5. 4. მხრის სახსარი
2. 5. 5. იდაყვის სახსარი
2. 5. 6. სხივ-იდაყვის დისტალური სახსარი
2. 5. 7. სხივ-მაჯის სახსარი
2. 5. 8. მაჯის ძვალთა სახსრები
2. 5. 9. ცერცვისებრი ძვლის სახსარი
2. 5. 10. მაჯა-ნების სახსრები
2. 5. 11. ნების ძვალთა სახსრები
2. 5. 12. ნებ-ფალანგის სახსრები
2. 5. 13. მტევნის ფალანგთაშუა სახსრები
2. 6. ქვემო კიდურის შეერთებანი
2. 6. 1. გავა-თეძოს სახსარი
2. 6. 2. ბოქვენის სიმფიზი
2. 6. 3. დამხურავი აპკი
2. 6. 4. ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის შეერთებანი
2. 6. 4. 1. მენჯ-ბარძაყის სახსარი
2. 6. 4. 2. მუხლის სახსარი
2. 6. 4. 3. კანჭის ძვლების ურთიერთდაკავშირება
2. 6. 4. 5. კოჭ-წვივის სახსარი
2. 6. 4. 6. უკანა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 7. წინა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 8. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები
3. მიოლოგია
3. 1. თავის კუნთები
3. 1. 1. მიმიკური კუნთები
3.1. 2. საღეჭი კუნთები
3. 1. 3. თავის ფასციები
3.2. კისრის კუნთები
3. 2. 1. კისრის ზედაპირული კუნთები
3. 2. 2. კისრის შუა კუნთები
3. 2. 3. კისრის ღრმა კუნთები
3. 2. 4. კისრის ფასციები
3. 2. 5. კისრის სამკუთხედები
3. 3. ზურგის კუნთები
3. 3. 1. ზურგის ზედაპირული კუნთები
3. 3. 2. ზურგის ღრმა კუნთები
3. 3. 3. ზურგის ფასციები
3. 4. გულმკერდის კუნთები
3. 4. 1. გულმკერდის ღრმა (საკუთარი) კუნთები
3. 4. 2. გულმკერდთან ზედაპირული კუნთები
3. 4. 3. . შუასაძგიდი, დიაფრაგმა
3. 4. 4. გულმკერდის ფასციები
3. 5. მუცლის კუნთები
3. 5. 1. მუცლის წინა კუნთები
3. 5. 2. მუცლის გვერდითი კუნთები
2. 5. 3. მუცლის უკანა კედლის კუნთები
3. 5. 4. საზარდულის არხი
3. 5. 5. თეთრი ხაზი
3. 5. 6. მუცლის ფასციები
3. 6. ზემო კიდურის კუნთები
3. 6. 1. ზემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 6. 2. მხრის კუნთები
3. 6. 3. წინამხრის კუნთები
3. 6. 4. ხელი მტევნის კუნთები
3. 6. 5. იღლიის ფოსო
3. 6. 6. ზემო კიდურის ფასციები
3. 7. ქვემო კიდურის კუნთები
3. 7. 1. ქვემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 7. 2. ბარძაყის კუნთები
3. 7. 3. კანჭის კუნთები
3. 7. 4. ტერფის კუნთები
3. 7. 5. ბარძაყის არხი
3. 7. 6. მომზიდველი არხი
3. 7. 7. მუხლქვეშა ფოსო
3. 7. 8. ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები
4. საჭმლის მომნელებელი სისტემა
4.1 პირის ღრუ
4.2 ენა
4.3 სანერწყვე ჯირკვლები
4.4 კბილები
4.5 ხახა
4.6 საყლაპავი მილი
4.7 კუჭი
4.8 წვრილი ნაწლავი (თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი, თეძოს ნაწლავი)
4.9 ღვიძლი
4.10 პანკრეასი
4.11 მსხვილი ნაწლავი
4.11.1 ბრმა ნაწლავი
4.11.2 კოლინჯი
4.11.3 სწორი ნაწლავი
4.12 პერიტონეუმი
5. სასუნთქი სისტემა
5.1 ცხვირი
5.3 ხორხი
5.4 სასულე
5.5 ფილტვები
5.6 პლევრა
6. საშარდე სისტემა
6.1 თირკმელები
6.2 შარდსაწვეთები
6.3 შარდის ბუშტი
6.4 შარდსადენი
7. გამრავლების აპარატი
7.1 მამაკაცის სასქესო სისტემა
7.1.1 სათესლე
7.1.2 თესლის გამომტანი სადინარი
7.1.3 სათესლე პარკი და სათესლე ბაგირაკი
7.1.4 სათესლე ბუშტუკი
7.1.5 წინამდებარე ჯირკვალი
7.1.6 მამაკაცის შარდსადენი
7.1.7 ასო
7.2 ქალის სასქესო სისტემა
7.2.1.1 საკვერცხე
7.2.1.2 საშვილოსნო
7.2.1.3 საშვილოსნოს ლულა
7.2.1.4 საშო
7.2.2 ქალის გარეთა სასქესო ორგანოები
7.2.3 სარძევე ჯირკვალი
7.3 შორისი
8. უსადინარო (ენდოკრინული) ჯირკვლების სისტემა
8. 1. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები
8. 2. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები
9. იმუნური სისტემა
9.1 ძვლის ტვინი
9.2 მკერდუკანა ჯირკვალი
9.3 საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი
9.4 ლიმფური კვანძები
9.5 ელენთა
10. ანგიოლოგია
10.1 გული (გარეგანი აგებულება, გულის საკნები, გულის კედლის აგებულება)
10.1.2 გულის ტოპოგრაფია
10.1.3 გულის სისხლძარღვები
10.2 სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები
10.3 აორტა
10.3.1.1 აორტის რკალი და მისი ტოტები
10.3.1.1.1 მხარ-თავის ღერო
10.3.1.1.2 საერთო საძილე არტერია
10.3.1.1.2.1 გარეთა საძილე არტერია
10.3.1.1.2.2 შიგნითა საძილე არტერია
10.3.1.1.3 ლავიწქვეშა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.1.3.1 იღლიის არტერია
10.3.1.1.3.2 მხრის არტერია
10.3.1.2 დასწვრივი აორტის გულმკერდის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.3 დასწვრივი აორტის მუცლის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.4 თეძოს საერთო არტერია
10.3.1.4.1 თეძოს შიგნითა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.4.2 თეძოს გარეთა არტერია და მისი ტოტები
10.3.2 ვენები
10.3.2.1 ქვემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.1.1 ქვემო კიდურის ვენები
10.3.2.1.2 მენჯის ვენები
10.3.2.1.3 ქვემო ღრუ ვენა
10.3.2.2 ზემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.2.1 ზემო კიდურის ვენები
10.3.2.2.2 თავის ვენები
10.3.2.2.3 კისრის ვენები
10.3.2.2.4 კენტი ვენები
10.3.2.2.5 ნეკნთაშუა ვენები
10.3.2.2.6 ხერხემლის ვენები
10.3.2.3 კარის ვენის სისტემა
10.3.2.4 კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები
10.3.3 ლიმფის გამტარი ორგანოები