четверг, 22 ноября 2012 г.

შარდის შეუკავებლობა ქალებში


შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებულია ქალებში, რის შედეგადაც ქალებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად მათ დეპრესიაც ემართებათ.შარდის შეუკავებლობის რამოდენიმე ფორმა არსებობს:შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვლინდება შარდის უნებლიე დაღვრით დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სქესობრივი ცხოვრების დროს.შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ორი პიკი არსებობს. პირველი პიკი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს ხდება იოგების დაზიანება, კუნთების მოდუნება რის შედეგათ ვითარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა. სამწუხაროდ ახალგაზრდა დედები ამას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, ბავშვზე გადააქვთ მთელი დრო, თან ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით. თუმცა დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს. ერთადერთი რამაც ეს პროცეში შეიძლება შეაჩეროს, არის ელექტრომიოსტიმულაცია – კუნთების ვარჯიშები სპეციალური აპარატის გამოყენებით. მშობიარობის შემდგომ უახლოეს პერიოდში ელექტრომიოსტიმულაცია ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინაიდან აღდგენილ იქნას შორისის კუნთების ფუნქცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий