четверг, 22 ноября 2012 г.

პროსტატის ადენომა


პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ნაცნობია ყველა მამაკაცისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლისათვის და დროთა განმავლობაში ნელნელა პროგრესირებს. ჰისტოლოგიურად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას. ვთქვათ რაც უფრო იზრდება ადენომა მით უფრო მატულობს მისი ზეწოლა შარდსადენ მილზე და მით უფრო გაძნელებულია მოშარდვის აქტი.
პროსტატის ადენომა
აქედან გამომდინარე პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა. მაგრამ აღნიშნული ჩივილების არსებობა არ არის საკმარისი რომ მამაკაცს სხვა დამატებითი კვლევების გარეშე დაუდგინდეს პროსტატის ადენომა. ყველა დაავადება რომელიც ახდენს ზეწოლას შარდსადენ მილზე ან იწვევს მისი სანათურის შევიწროებას იწვევს გაძნელებულ მოშარდვის აქტს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილებს. ამ დაავადებებს მიეკუთვნება შარდის ბუშტის ყელის შევიწროება – კონტრაქტურა, შარდსადენი მილის შევიწროება – სტრიქრურა, ობლიტერაცია, ქსოვილოვანი წარმონაქმნი, კენჯი, პროსტატის კიბო, ქრონიკული და მწვავე პროსტატიტი და სხვა. ამრიგად ყველა მამაკაცი გაძნელებული მოშარდვის აქტით საჭიროებს დეტალურ გამოკვლევას.გამოკვლევა იწყება მამაკაცის ჩივილების სრულფასოვანი შესწავლით და დაფიქსირებით. აუცილებელია ჩივილების ინტენსივობის დადგენა რაც ხორციელდება სპეციალური საერთაშორისო პროსტატის სიმპტომთა ჯამის შეფასებით. თუ აღნიშნული სკალის თანახმად მამაკაცმა დააგროვა 0 – 7, მისი ჩივილების ინტენსივობა უმნიშვნელოა, თუ 8 – 21 საშუალო სიმძიმის, 21 – 35 ძლიერ გამოხატული. >>>>>>>>>>>>>>>

Комментариев нет:

Отправить комментарий