четверг, 22 ноября 2012 г.

ტესტოსტერონი


დღესდღეობით კაცობრიობის ცხოვრებაში უამრავი პრობლემა არსებობს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე. ეს პრობლემები შეიძლება იყოს ყოფითი ან უკავშირდებოდეს ჯანმრთელობას.ამ წერილის მიზანია მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ერექტილური დისფუნქცია (ერექციის დარღვევა – იმპოტენცია) და ამავდროულად განვიხილოთ მისი კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.ერექტილური დისფუნქცია არ საჭიროებს დამატებით წარდგენას თავისი გავრცელებითა და მამაკაცების ფსიქო-ემოციურ სფეროზე უარყოფითი გავლენით. სამწუხაროდ, ამ პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ მამაკაცის სქესობრივი მომწიფების შემდეგ მისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში. ერექტილური დისფუნქცია ვლინდება ასოს არასრულყოფილი ერექციით, რომელიც არ არის საკმარისი სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად ან რიგ შემთხვევებში სქესობრივი აქტის განხორციელება საერთოდ შეუძლებელია.რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს პრობლემა ძალზედ ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში. როგორც წესი ეს არის ე.წ. ფსიქოგენური ერექტილური დისფუნქცია, რომლის ყველაზე ხშირი მიზეზია მძიმე სტრესი, გადაღლა, აგზნებადობა, სქესობრივი აქტის დროს შესაძლო “მარცხის” წინასწარი განცდა და ა.შ. ახალგაზრდა მამაკაცებში ერექტილური დისფუნქციის თანხვედრა ხშირია ქრონიკულ პროსტატიტებთან, ესეც გარკვეულ წილად ფსიქოგენული ფაქტორითაა გამოწვეული.ახალგაზრდა მამაკაცებში წამყვანი პრობლემების მკურნალობის პარალელურად ინიშნება პრეპარატები რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიდინების გაძლიერებას სასქესო ასოს მღვიმოვან ქსოვილში,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სისხლძარღვოვანი სისტემის ნაწილს. ერექციის პროცესი გულისხმობს ასოს მღვიმოვანი ქსოვილში სისხლის ნაკადის მოდინების გაძლიერებას და მცირე რაოდენობით სისხლის ნაკადის უკუდინებას,რის გამოც ვითარდება სასქესო ასოს სისხლსავსეობა და შესაბამისად ერექცია. საბედნიეროდ უკვე არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით სწრაფად ავსებას. როგორც წესი ახალგაზრდა მამაკაცებში სისხლის მიწოდება ასომდე დარღვეული არ არის და ამ პრეპარატების დანიშვნა, თუნდაც რამოდენიმე აბის, სავსებით საკმარისია ფსიქოლოგიური განწყობის გასაუმჯობესებლად და სქესობრივი აქტის ნორმალურად განხორციელებისათვის.

1 комментарий:

  1. რომელი პრეპარატებია ტესტოსტერონის ასაწევად და ერექციის გადაძლიერებლად,ასევე პროსტატიტისთვის

    ОтветитьУдалить