პნევმოკონიოზები

პნევმოკონიოზები (pneumoconiosis) ფილტვების პროფესიონალური დაავადება, რომელიც განპირობებულია მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით და ხასიათდება დიფუზური ინტერსიტიციალური ფიბროზის განვითარებით; მიმდინარეობს ნელა, ქრონიკულად, პროგრესირებისაკენ ტენდენციით, რაც ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას. განასხვავებენ პნევმოკონიოზების შემდეგ სახეებს: სილიკოზი და სილიკატოზები, მეტალოკონიოზები, კარბოკონიოზები, პნევმოკონიოზები შერეული მტვრით გამოწვეული, ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები.
 პნევმოკონიოზები
პნევმოკონიოზები - სილიკოზი წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე პნევმოკონიოზს; ვითარდება მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით, რომელიც შეიცავს სილიციუმის თავისუფალ ორჟანგს. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება მაღაროელებში, სამსხმელო საამქროების მუშებში, და სხვ. წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის განვითარების სიმძიმე და ტემპი შესაძლოა იყოს სხვადასხვა და იმყოფება პირდაპირ დამოკიდებულებაში როგორც შესუნთქული მტვრის აგრესიულობასთან, ასევე მტვრის ფაქტორის ზემოქმედების ხანგრძლივობასთან და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. Read the rest of this entry »