ქალის გარეთა სასქესო ორგანოები Partes genitales externae; External male genital organs

დიდი სასირცხო ბაგეები – labium majus pudendi ერთმანეთში გარდამავალი კანის ორი მორგვია, რომლებიც უკან, ყითას წინ ერთდებიან, წინ კი ბოქვენის სიმფიზთან ქმნიანბოქვენის მაღლობს – mons pubis. ბაგეების შეერთების ადგილს შესართავები – commissurae ეწოდება. შესართავის წინ მდებარეობს განივი ნაოჭი – სასირცხო ბაგის ლაგამი – frenulum labiorum pudendi, რომელიც შემოსაზღვრავს საშოს კარიბჭის ფოსოს – fossa vestibuli vaginae. დიდი სასირცხო ბაგეების შიგნით მდებარეობს მცირე სასირცხო ბაგეები – labia minora pudendi.