ხორხის შეშუპება

წარმოადგენს ხორხის ანთებითი ან არაანთებითი დაზიანების ერთ – ერთი გამოვლინებას და ლოკალიზდება ხორხის ფაშარი ლორწქვეშა ქსოვილის არეში (ნაოჭქვეშა სივრცე, ვესტიბულური ნაოჭები, ციცხვ-ხორხსარქველის ნაოჭები, ხორხსარქველის ზედაპირი ენის მხრიდან). შესაძლოა იყოს შემოსაზღვრული ან დიფუზური.
ხორხის შეშუპება – მიზეზები: ხახის ან ხორხის ლორწოვანი გარსის ტრავმა (მექანიკური, თერმული, ქიმიური), ალერგია, მწვავე ინფექციური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებები, კოლატერალური შეშუპება კისრის ლიმფურ კვანძებში, ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროს, ასევე ხორხში ანთებითი ცვლილებების დროს (პერიტონზილური, პარაფარინგული აბსცესი და სხვ.); კისრის ფლეგმონა მწვავე, განსაკუთრებით ფლეგმონური ლარინგიტის დროს, ხორხის ახალწარონამქმნები. Read the rest of this entry »